როგორია ბოლო წლების საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა კახეთის რეგიონში
ბოლო წლებში საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემებით, გაიზარდა ასევე სიკვდილიანობა და ავტოავარიების შედეგად დაშავებულ მოქალაქეთა რაოდენობაც.
შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში სულ 5 863 შემთხვევა მოხდა, აქედან დაშავდა 7 705 მოქალაქე, ხოლო დაიღუპა 449 პირი. 2021 წელს კახეთის რეგიონში მოხდა 493 საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა, დაიღუპა 65 და დაშავდა 685 მოქალაქე.
შსს-ს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში მოხდა 5 469 საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა, დაშავდა 7 517 და დაიღუპა 430 პირი. აქედან კახეთის რეგიონში დაფიქსირდა ავარიის 378 შემთხვევა, დაშავდა 630 და დაიღუპა 65 პირი.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველი კვარტლის მონაცემებით, სულ მოხდა 1 153 შემთხვევა, დაშავდა 1 480 და დაიღუპა 93 პირი. 2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, კახეთში დაფიქსირდა ავარიის 60 შემთხვევა, დაიღუპა 18 და დაშავდა 111 პირი.