რუისპირსა და კისისხევში სასაფლაოების დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში რუისპირსა და კისისხევში სასაფლაოების დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროცესში თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებიც მონაწილეობენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასაფლაოების დასუფთავების სამუშაოები ეტაპობრივად ყველა სოფელში განხორციელდება.