სექტემბრიდან რეგიონებში ბიზნესისთვის გაზი 13 თეთრით გაიაფდება
1 სექტემბრიდან ბუნებრივი აირის საფასური რეგიონებში კი 13 თეთრით გაიაფდება.
შესაბამისი ცვლილება „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებელს შეეხება. ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირების შესახებ განცხადება გაზგამანაწილებელმა კომპანიამ გაავრცელა.
„საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1 მ3 ბუნებრივი გაზის ფასი ნაცვლად 1,38 ლარისა განისაზღვრება 1,25 (ერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი“, – აცხადებენ კომპანიაში.