ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ახმეტაში “ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის“ მიერ ორგანიზებული ეთნო-ბანაკი ჩატარდა

22-25 ივლისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებულ საცხენოსნო კლუბი “ჯარჯის” ტერიტორიაზე, ეთნო-ბანაკი 2023 ჩატარდა.

ბანაკი აერთიანებდა 70 აქტიურ ახალგაზრდას, რომლებიც ყოველდღიურად ჩართულნი იყვნენ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში.

ეთნო-ბანაკი ,,ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის” მიერ ორგანიზებული საველე ტიპის ბანაკია, რომელიც გულისხმობს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდების გაერთიანებას, მათ შორის მეგობრული ურთიერთკავშირის ჩამოყალიბებას, მათი პიროვნული უნარების განვითარებასა და ამასთანავე, ეთნოსების კულტურის, ტრადიციების ურთიერთგაცვლას.

ჩვენი ვიდეოდან გაიგეთ მეტი ბანაკის შესახებ: