ახალი ამბები

თელავი-შაქრიანის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება- ფოტოები

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

საავტომობილი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზის 25-ე კმ-ზე იწყება და ქ. თელავში, მშვიდობის ქუჩის მჭიდროდ დასახლებულ 2 კმ-იან მონაკვეთს მოიცავს.

,,თელავი-შაქრიანის გზა, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს აკავშირებს ერთმანეთთან. პროექტის შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზაზე არსებულ ხიდს, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა და სხვა ხელოვნური ნაგებობები. ასევე მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. 2 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია. ამ ეტაპზე, ტროტუარებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 245 117 ლარია”,-აცხადებენ საავტომობილი გზების დეპარტამენტში.

default

default
default
default