ახალი ამბები

საქართველოში ხახვი გაიაფდა – EastFruit

2022 წელს ხახვის გლობალური მიწოდების შემცირებამ ბევრ ქვეყანაში რეკორდული მაღალი ფასები გამოიწვია.

გამონაკლისი არც საქართველო იყო. დაბალი ადგილობრივი მიწოდებისა და მაღალი მოთხოვნის გამო, 2023 წლის ივნისის დასაწყისიდან საქართველოში ფასები კიდევ უფრო მაღალია, მაგრამ მიმდინარე კვირაში ფასები 2022 წლის დონეზე ქვემოთ დაეცა. ამის შესახებ EastFruit-ი წერს.

საქართველოში ძირითადი მოსავლის აღება აგვისტო-სექტემბერში იწყება. როგორც წესი, ამ პერიოდამდე ადგილობრივი ხახვის მარაგი დაბალია. საქართველოს ბაზარი ძლიერაა დამოკიდებული იმპორტზე, რადგან ქვეყანა საკმარის ხახვს ვერ აწარმოებს.

მიმდინარე კვირაში საქართველოს საბითუმო ბაზრებზე ხახვის საშუალო ფასი 1,00 ლარამდე (0,38 $/კგ) დაეცა (გასული წლის იმავე პერიოდში ხახვის ფასი 1,40 ლარი/კგ-დან (0,50 $/კგ) იყო). ერთი კვირით ადრე, 2023 წლის 21 ივლისს, ხახვის საშუალო ფასი 1,50 ლარი/კგ (0,58 დოლარი/კგ) იყო. EastFruit-ი წერს, რომ ხახვზე ფასები ერთ კვირაში მესამედით დაეცა.

ხახის გაიაფება 2-მა მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ქარელში უხვი საადრეო მოსავალია. მეორე მიზეზად აზერბაიჯანიდან იაფი იმპორტი ითვლება. იმპორტის ზუსტი რაოდენობა მომავალ კვირას დაზუსტდება, როდესაც ყოველთვიური ვაჭრობის მონაცემები გამოქვეყნდება. ორივე ეს ფაქტორი წარმოადგენს მიწოდების ზრდას, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება ფასებზე, წერს EastFruit-ი.