ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება 117 ქვეყანაში შეუძლიათ

საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება 227 ქვეყნიდან 117 ქვეყანაში შეუძლიათ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პასპორტი Global Passport Ranking-ში 49-ზე ადგილზეა. ის ამ პოზიციას ალბანეთთან ერთად ინაწილებს.

Henley & Partners-ი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს Henley Passport Index-ის შესახებ. Henley Passport Index არის მსოფლიოს პასპორტების ავტორიტეტული რეიტინგი. ინდექსი ეფუძნება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ექსკლუზიურ მონაცემებს და შემუშავებულია Henley & Partners-ის კვლევითი ჯგუფის მიერ.

რეიტინგში პირველ ადგილზე სინგაპურია, რომლის მოქალაქეებსაც 227 მიმართულებიდან 192-ის მონახულება უვიზოდ შეუძლიათ. მეორე ადგილზე გერმანია, იტალია და ესპანეთი არიან. მათ მოქალაქეებს უვიზოდ 190 ქვეყნის მონახულება შეუძლიათ. ძლიერი პასპორტების რეიტინგში მესამე პოზიციას იაპონია, ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, სამხრეთ კორეა და შვედეთი იყოფენ. ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა 189 ქვეყანაში შეუძლიათ

ბრიტანეთის ეროვნული პასპორტები მეოთხე ადგილზეა დანიასთან, ირლანდიასთან და ნიდერლანდებთან ერთად, სადაც წვდომა აქვს 188 მიმართულებაზე.

მეხუთე ადგილზე ბელგია, ჩეხეთი, მალტა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია და შვეიცარია არიან, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ 187 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა.