სოფელ იყალთოში ტრადიცული ფარდაგის აღდგენისა და განვითარების სახელოსნო გაიხსნა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, იყალთოს აკადემიის გვერდით, ფუნქციონირება დაიწყო ტრადიცული ფარდაგის აღდგენისა და განვითარების სახელოსნომ.
ინფორმაცია სახელოსნოს ,,ფესვები” სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნდა.
მათი ინფორმაციით, შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით იმისათვის, რომ მსურველებმა უნიკალური ხელსაქმე სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში შეისწავლონ.
,,სასწავლო კურსს გაუძღვება ქართული ბრენდის „ფესვები“ დამფუძნებელი – ნინო ბახუტაშვილი. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს:ქართული გამოყენებითი ხელოვნების საფუძვლები, ფარდაგის ქსოვის ტექნიკა, ბუნებრივი საღებავებით ღებვა, აქსესუარების დამზადება. ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდეს და შეიძინოს ახალი პროფესია სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, დაგვიკავშირდეს ( ტელ: 599 12 10 37). ჩვენი პარტნიორები არიან ალავერდის ეპარქია და ღვინის კომპანია -„ბადაგონი“”,– წერია სახელოსნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნახეთ ასევე მასალა:
,,ფესვები’’- ქიზიყური ორნამენტებით შექმნილი ხელნაკეთი ნივთები დედოფლისწყაროდან