რობოფარმი- ახმეტელი ახალგაზრდების მიერ ფერმერების დასახმარებლად შექმნილი რობოტი
ახმეტაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, ფერმერების დასახმარებლად რობოტი და აპლიკაცია შექმნეს, რომელსაც მცენარის 6 სახის დაავადების ამოცნობა და მიწის ანალიზის გაკეთება შეუძლია.
რობოფარმი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იმართება, არის თვითმართვადი და მრავალფუნქციური.
იდეის ერთ-ერთი ავტორი, ახმეტის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე, 15 წლის მარიამ სვიმონიშვილი აცხადებს, რომ რობოფარმი ფერმერს საქმიანობას გაუადვილებს. მარიამ სვიმონიშვილი აცხადებს, რომ კომპიუტერული ინჟინერიით 12 წლის ასაკში დაინტერესდა და სწორედ აქედან დაიწყო ახმეტის ინოვაციების ცენტრში მუშაობა, სადაც სხვადასხვა პროექტებში დღემდე აქტიურად იღებს მონაწილეობას.
,,ახმეტაში არის ინოვაციების ცენტრი, სადაც ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია მივიდეს და ისწავლოს ბევრი საინტერესო პროფესიები და გამოიყენონ მათი რესურსები.
მათ ვისაც სურთ თავიაანთი იდეა აქციონ რეალობად. სწორედ ამ ცენტრის დახმარებით ბევრ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსსა და პროექტში ვიღებთ მონაწილეობას.
პროექტის, ტექნოვიჟენ საქართველოს ფარგლებში გვქვს დამზადებული რობოტი, რომელიც ეხმარება ფერმერს საქმიანობის განვითარებაში. ჩვენ ამის ფარგლებში შევქმენით ალგორითმები, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომელსაც 6 სახის მცენარის დაავადებების ამოცნობა შეუძლია”,-განუცხადა knews.ge-ს მარიამ სვიმონიშვილმა.
მარიამ სვიმონიშვილი აცხადებს, რომ რობოფარმი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იმართება და იმისთვის, რომ ფერმერმა მისი შესაძლებლობების სრულად გამოყენება შეძლოს, აუცილებელია გარკვეული მიმართულებებით მისი გადამზადება.
,,საქართველო არის აგრარული ქვეყანა, კახეთი მითუმეტეს სოფლის მეურნეობით და მევენახეობით არის განთქმული და სწორეს ამის გამო დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, რომელიც ფერმერს ხარისხიანი მოსავლის მიღებაში დაეხმარება.
ამ იდეაზე 4 გოგომ ვიმუშავეთ ახმეტის ინოვაციების ცენტრის და მისი რესურსების დახმარებით. როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდით, ჩვენი მიზანი იყო ის რომ, რობოტს ფერმერთან ჰქონოდა მარტივი კონტაქტი.
ის ამუშავებს და აწვდის ინფორმაციას ფერმერს და ეხმარება მოსალის ხარისხის გაზრდაში. ასევე ზრდის მოსავლიანობის დონეს. გარდა ამისა, აკეთებს ნიადაგის ანალიზს, რაც კიდევ უფრო უმარტივებს ფერმერს საქმიანობას.
რობოტის პროტორიპი და აპლიკაცია ფერმერისთვის ისე გავამარტივეთ რომ ადვილად იყოს სამართავი, თუმცა უცილებელია გარკვეული კუთხით კონკრეტული პირის გადამზადება, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს მისი შესაძლებლობები და შედეგიც მიიღოს”,– აცხადებს მარიამი.
ახალგაზრდა განმარტავს, რომ რობოტი და აპლიკაცია რამდენიმე ფერმერის დახმარებით უკვე დატესტილია და მან კარგი შედეგები აჩვენა. იდეის ავტორები სამომავლოდ პროტოტიპის დახვეწას და მის საბოლოო პროდუქტად ქცევას გეგმავენ.
,,დატესტილია ეს აპლიკაცია და საკმაოდ კარგი შედეგებიც გვაქვს დადებული. რამდენიიმე ფერმერს უვე გავატესტინეთ მოწყობილობა და კარგად მუშაობს. სამომავლოდ ვგეგმავთ ამ პროტოტიპის მაქსიმალურად დახვეწას, საბოლოო პროდუქტად დადებას და ასევე ჩვენს ხელოვნურ ინტელექტს უფრო განვავითარებთ სამომავლოდ. ახალგაზრდებს კი ვურჩევდი მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა რომ მეტი ცოდნა მიღონ იმ პროფესიებზე რომელიც აინტერესებთ. ამ კუთხით ახმეტაში ბევრი შესაძლებლობაა.”