რა დაგიჯდებათ თუშეთში დასვენება
როგორც სოციალური ქსელებიდან ხდება ცნობილი, ქართველები აქტიურად ისვენებენ საზღვარგარეთ მდებარე ზღვის სანაპიროებზე, თუმცა ვრცელდება ვიდეოები, სადაც ზედმეტად გაპიარებული ადგილი ისეთი არ აღმოჩნდება, როგორი მოლოდინიც გვაქვს.
საქართველოში არსებულ საზღვაო კურორტებზე დასვენებისგან ბევრი თავს იკავებს, დაბინძურებული წყლის გამო და ცდილობენ მთიან რეგიონებს ესტომრონ. ჩემი რეკომენდაციით, დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია თუშეთი, სადაც ერთმანეთს ერწყმის, ტყე, ალპური ზონა, წყალი, თავგადასალები და ბილიკები.
გპირდებით, ეს ადგილი არ გაგიცრუებთ იმედს. დამსვენებლისთვის, მნიშვნელოვანია გარმოსთან ერთად მისაღები ფასები, რადგან გავრცელებული სტერეოტიპია, რომ კარგი დასვენა ძვირ ფასს გულისხმობს. შევეცდები, დავამსხვრიო გავრცელებული აზრი და ქვემოთ გირჩევთ რამდენიმე სასტუმროს, სადაც დაბალ ფასად შეძლებთ კარგი განტვირთვის დღეების მოწყობას. რაც შეეხება გზას, როგორც თუშეთის დაცული ლანდშაფტის ხელმძღვანელი ლადო კახოიძე გვესაუბრა, გზა დამსველებლებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენს, ათნიგენობის პარალელურად, იმედოვნებს, რომ აგვისტოში აქტიურ ფაზაში შევა ტურისტული სეზონი და ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები.
,,დართლო დანდაქთა სოფელი“ თუშეთში, პირიქითა ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდხევის (პირიქითი ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 2000 მ-ზეა, მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
სოფელში, ჯერ კიდევ შემორჩენილია თუშური ტრადიციული არქიტექტურა მისი ციხე-სახლებისა და კოშკების ნაშთების სახით. ორი პირამიდულსახურავიანი მთავარი ციხე-კოშკის ნახვა შესაძლებელია სოფლის შუაგულში. დიდხევის გაღმა შუა საუკუნეების ე.წ. სინკრეტული ტიპის წარმართულ-ქრისტიანული არქიტექტურული სტილის ორი აკლდამისებური ნაგებობის ნაშთებია.
აღსანიშნავია სიპი ქვის საფეხუროვანი სახურავი და ამ ორი ნაგებობის აღმოსავლეთ კედელში განთავსებული ქრისტიანული სატრაპეზო და სარკმლები. აკლდამების ქვევით და სოფლის შესასვლელში სასაფლაოა, საფლავები დაფარულია სიპი ქვებით.
დართლოში გირჩევთ ეწვიოთ, სასტუმრო სახლს შუნი Guesthouse shuni/სასტუმრო სახლი შუნი, ფასები მისაღებია, საჭმელი უგემრიელესი, შეგიძლით დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები, სასტუმროს მფლობელები არიან მეგობრულები და დაგეხმარებიან საჭიროებების მიხედვით.
ღამისთევა-40 ლარი, საუზმით და ვახშმით 90 ლარი. სასტუმრო ეკო მეგობრულია ცხოველების მიმართ. ხედები და მდებარეობა საუკეთესო აქვს, გადაჰყურებს ქალთვაკის ჩანჩქერს და ეკლესიას.შესაძლებელია ერთდროულად 9 სტუმრის მიღება.
ომალოდან 7-8 კილომეტრში, პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2150 მეტრზე მდებარეობს სოფელი კვავლო. მდებარეობის გამო,შესაძლებია ფეხით ახლო მდებარე სოფლებსაც ეწვიოთ. გირჩევთ, ეწვიოთ სასტუმრო ,,კვავლოს“ ულამაზესი ხედების და სამზარეულოს გარდა, შესაძლებელია ადგილზე შეიძინოთ, ხელნაკეთი აქსესუარები და გაისეირნოთ ცხენებით. ღამისთევა-40 ლარი, ორჯერადი კვება-90 ლარი. შესაძლებელია, ერთროულად უმასპინძლოს 12 დამსვენებელს.
თუშეთში, ბოლო დასახლებული სოფელია გირევი, ისტორიული ციხე-კოშკები გარდა, საინტერესოა ალპური ზონით, ხევსურეთისკენ მიმავლი მოგზაური, აუცილებლად გაივლის ამ სოფელს.
გირევის მახლობლად, მრავლადაა ნასოფლარები და ერთ-ერთია ჰეღო, თავისი ლოეგენდებით და აკლდამებით, რომელსაც ადვილად მოინახულებთ გირევში თუ დარჩებით. სოფელში ბევრი საოჯახო სასტუმრო შეგხვდებათ, თუ სიმშვიდეში დასვენება მოგწონთ, გირჩევთ, სოფლის განაპირა სასტუმროს Guesthouse Tebulo-საოჯახო სასტუმრო ტებულო, შესაძლებელია კემპინგის მოწყობა ეზოს ტერიტორიაზე. ღამისთევა-30 ლარი, ორჯერადი კვება-70 ლარი , საკემპინგე ადგილი-15 ლარი. თითოეულ ჩამოთვლილ სასტუროში არის Wi-Fi და ცხელი წყალი.