ახალი ამბები

თელავში, მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი დაიწყო

თელავში, მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი დაიწყო.

პროექტი მიზნად ისახავს ნარჩენების განცალკევებული შეგროვების პრაქტიკის დანერგვას და ითვალისწინებს როგორც ნარჩენების განცალკევებულ შეგროვებას, ასევე, მათ დამუშავებასა და სარეალიზაციოდ მომზადებას, შემდგომში მათი ხელახალი გამოყენებისათვის.

პროექტი ხორციელდება “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II”- ის საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით.