ახალი ამბები

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი 180 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტი ითვალისწინებს საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი ოთახების, ასევე სასადილოს, სათავსოების, ჰოლის, ადმინისტრაციული და სამრეცხაო ოთახების, სამზარეულოს, საევაკუაციო კიბისა და საქვაბის მოწყობას.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,სი ემ დი ფორტექსი,, ასრულებს. ბაღის მშენებლობაზე 3 426 416 ლარი დაიხარჯება. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.