კაჭრეთში, ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდება
3-6 აგვისტოს ჩათვლით, კაჭრეთში, ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდება.
როგორც საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩემპიონატი პანდემიური პაუზის შემდეგ წელს პირველად გაიმართება.
„ქართველას თასზე“ სპორტსმენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ელოდებიან. მონაწილე გუნდების რაოდენობა კი შეზღუდულია. ჩემპიონატი ჩატარდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. აღსანიშნავია, რომ “ქართველას თასი” 2009 წლიდან ტარდება და მისთვის სპეციალურად შეიქმნა ჰიმნიც. ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ თავიანთი მონაცემები გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: info@volley.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.