მოსახლეობა -ერეკლეს ძეგლის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ითხოვს
თელავში მცხოვრებლები, ერეკლეს ძეგლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ითხოვენ.
მათი თქმით, ძეგლს სჭირდება მიხედვა და კოსმეტიკური სამუშაოები. აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელშიც ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, სადაც ადგილობრივები შესაბამის სამსახურებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში knews.ge-ს განუცხადეს, დაგეგმილია ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
“უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ძეგლის სრული რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს ძეგლის ქიმიურ წმენდა / დამუშავებასაც. სამუშაოების ფარგლებში სრულად აღმოიფხვრება არსებული პრობლემები”, – აცხადებენ უწყებაში.