ახალი ამბები

წყლის შესახებ ახალი კანონი შემოდის – რა პასუხისმგებლობები ემატება მუნიციპალიტეტებს

წყლის შესახებ ახალი კანონი შემოდის. “მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის ინფორმაციით, ეს არის ევრო დირექტივების მიხედვით შემუშავებული რეგულაცია, რომელიც სააუზო მართვის სისტემას და მუნიციპალიტეტებისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობებს შეეხება.

„ახლა შემოდის ახალი კანონი წყლის შესახებ. მიიღო საქართველომ, როგორც იქნა, დიდი მოლოდინი გვქონდა. ეს იქნება ევრო დირექტივის მიხედვით გაკეთებული, სააუზო მართვის სისტემები შემოდის. აქ შედის წყალდიდობები, დაბინძურება. ეს ყველაფერი არის გათვლილი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობები აქვს თითოეულ მუნიციპალიტეტს ამასთან მიმართებით. კი, მესმის, რომ სჭირდებათ სპეციალისტები, ვინც ამას გაშიფრავს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დღეს აღარ გვაქვს დრო, ჩვეულებრივი სემინარები და „ვორქშოფები“ ვატაროთ, როგორც უყვართ დონორებს, უფრო მეტი უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ გავზარდოთ სპეციალისტები ადგილზე. ძველი თაობის გარკვეული ნაწილი წავიდა, ვინც უფრო მცოდნე იყო, უნდა გაიზარდოს ახალი თაობა. ჩვენ ძალიან გვიჭირს პროფესიულ კადრებთან დაკავშირებით“,-
განაცხადა “მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ გადაცემაში „საქმე“.