ევროკავშირში მობილურები მხოლოდ მოსახსნელი ბატარეებით გაიყიდება
ევროკავშირმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც მოითხოვს, რომ გაჯეტების ბატარეები იყოს მოსახსნელი, რათა მომხმარებლებს მათი შეცვლა სწრაფად და მარტივად, სერვისცენტრებში მისვლის გარეშე, შეეძლოთ. ამის შესახებ Android Authority იტყობინება.
ახალი წესები ევროკავშირის ტერიტორიაზე 2027 წლიდან ამოქმედდება. კანონი ასევე ითვალისწინებს ბატარეის ეტიკეტირების წესს: მწარმოებლებმა უნდა მიუთითონ ინფორმაცია ბატარეის სიმძლავრის, გამძლეობისა და ქიმიური შემადგენლობის შესახებ.
კანონის მიზანია ბატარეების წრიული ეკონომიკის შექმნა. იგი მოიცავს მასალების მაქსიმალურ გადამუშავებას და ხელახლა გამოყენებას. იდეალურ სცენარში, ძველი სმარტფონების ბატარეები მთლიანად უნდა გადამუშავდეს ახლის შესაქმნელად, მაგრამ რეალისტურია ვივარაუდოთ, რომ ყველა მასალის 100%-ით გამოყენება ვერ მოხერხდება.
მედია ვარაუდობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი სავალდებულოა მხოლოდ ევროკავშირში გაყიდული გაჯეტებისთვის, ძირითადი მწარმოებლები, როგორიცაა Samsung, Google და Apple, საკუთარ სტანდარტებს სხვა ქვეყნებში გამოიყენებენ.
მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება ევროკავშირმა ნოუთბუქებთან დაკავშირებით მიიღო, რისი დამსახურებითაც მომხმარებლებს ლეპტოპებში ბატარეის გამოცვლა არ გაუჭირდებათ.