სოფელ ფხოველის წმინდა ,,ბარბარეს” სახელობის ეკლესია- ფოტოები
სოფელი ფხოველი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული სოფელია, სადაც შემორჩენილია 17 არქიტექტურული ძეგლი.
სოფელი მდებარეობს,ზღვის დონიდამ- 820 მეტრზე. სოფელი ფხოველი ისტორიული წყაროებით შედიოდა ჭერმის ეპარქიაში,რომლის გაუქმების შემდეგ გადავიდა ბოდბის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში. სოფელში, ყმა-მამულების ძირითადი მფლობელები იყვნენ ანდრონიკაშვილები.
,,სოფლის ისტორიულ ძეგლებს შორის, თავისი მონუმენტურობით გამოირჩევა წმინდა ,,ბარბარეს” ეკლესია, რომელიც ითვლება თავად ანდრონიკაშვილების საგვარეულო ეკლესიად (ეკლესიის ინტერიერში რამდენიმე საფლავის ქვა ანდრონიკაშვილებისაა), რომელიც ძლიერ არის დაზიანებული, ფაქტიურად დანგრევის პირასა მისული. ეკლესია აღდგენილი იქნა საქველმოქმედო ფონდის ,,ქართუს” დაფინანსებით (პროექტის ავტორი არქ. ნოდარ მინდორაშვილი). აქვე მინდა ავღნიშნო, ჩვენი თანამემემულის გია ალიაშვილის მიერ შეტანილი დიდი წვლილი ეკლესიის რეაბილიტაციის საქმეში. წმინდა ,,ბარბარეს” ეკლესია განეკუთვნება მე-XVI საუკუნეს. აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ჩემი რუბრიკის-გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები-მიზანია, საზოგადოებას გავაცნო ჩვენი ისტორიული ძეგლები, რომელთა რაოდენობა 300- ს აღემატება”,– აცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი.