თელავში, ჭადრის ხეს სხვლა-ფორმირების სამუშაოები უტარდება
თელავის სავიზიტო ბარათს, ისტორიულ ჭადრის ხეს სხვლა-ფორმირების სამუშაოები უტარდება.
სამუშაოების ჩატარების მიზანს ხისგან არასწორად მზარდი ტოტების ამოსხვლას და უსაფრთხოების მიზნით ხმელი ტოტების მოცილებას გულისხმობს. სამუშაოებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, შპს ,,ნიუ სერვისის,, წარმომადგენლები ასრულებენ.