პაპილომა ვირუსზე უფასო აცრა 10-12 წლის ბიჭებისთვისაც დაუშვეს
პაპილომა ვირუსზე უფასო აცრა 10-12 წლის ბიჭებისთვისაც დაუშვეს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი ცვლილება პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შევიდა.
აქამდე პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება უფასოდ 9-26 გოგოებსა და ქალებს შეეძლოთ.
ახალი ჩანაწერის თანახმად, აცრა ტარდება 10-11-12 წლის გოგონებისა და ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელია.
რა არის პაპილომავირუსი და როგორ ავირიდოთ თავიდან საშვილოსნოს ყელის კიბო?
გაეროს ფონდის ცნობით, პაპილომავირუსი საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ძირითადი გამომწვევი ფაქტორი ადამიანის პაპილომავირუსია, ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა საქართველოში.
დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად. გაეროს ფონდის ცნობით, საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) ვაქცინით, ხოლო ადრეული გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი, მისი განკურნებაც შესაძლებელია.