წნორში, მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით დაგეგმილი აქცია გადაიდო
მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით დაგეგმილი აქცია გადაიდო.
როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 14 ივლისს ჩანიშნული აქცია აღარ გაიმართება.
“აქცია გადაიდო, იმიტომ რომ დაღერღილი ხორბლისა და ქერის იმპორტი შეიზღუდა 2023 წლის პირველ ნოემბრამდე. აგრეთვე მივიღეთ სიტყვიერი დაპირება, რომ სასურსათო ხორბლის ფასი გაიზრდება 70 თეთრამდე და გადაიხედება საბანკო სესხების პრობლემა იაფი აგროკრედიტის ფარგლებში. ასევე დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ მოვლენებს და აქტიურად მოგაწვდით მარცვლეულის ფასის ცვლილებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას”- აღნიშნულია მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღერღილი ხორბლის იმპორტი 2023 წლის 1 ნოემბრამდე შეიზღუდა. მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა.