საქსტატი-ყველაზე დიდი მოცულობის თევზი კახეთში იწარმოება
2022 წელს საქართველოში წარმოებული თევზის მოცულობა 2 791 ტონა იყო. ყველაზე დიდი რაოდენობით თევზის წარმოება კახეთში დაფიქსირდა.
საქსტატის ინფორმაციით, რეგიონში ჯამურად 985 ტონა თევზი აწარმოეს. მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა შიდა ქართლი, სადაც 928 ტონა თევზი აწარმოეს. დანარჩენი რეგიონების მიხედვით, თევზის წარმოება ასე გამოიყურება:
გურია 227 ტონა
სამეგრელო-ზემო სვანეთი 168 ტონა
სამცხე-ჯავახეთი 138 ტონა
იმერეთი 123 ტონა
აჭარა 112 ტონა
2021 წელს საქართველოში 2.9 ათასი ტონა თევზი აწარმოეს, 2020-ში კი – 2 ათასი ტონა.