ახალი ამბები

გურჯაანის სპორტკომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ გურჯაანში, სპორტკომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა კალათბურთის დარბაზი, განახლდება გასახდელები, სველი წერტილები, იატაკი და კარ-ფანჯარა. ასევე, მოხდება ავეჯის შეძენა. პროექტს ა(ა)იპ “გურჯაანის სპორტული გაერთიანება” ახორციელებს, რისთვისაც 108 000 ლარი დაიხარჯება.