თელავის თეატრში „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ საგასტროლო სპექტაკლი გაიმართება
15 ივლისს, 19 სთ-ზე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, წარმოდგენილი იქნება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ საგასტროლო სპექტაკლი – „დოვინ-დოვენ-დოვლი…“, თანამედროვე ბალეტი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე.
„დოვინ-დოვენ-დოვლი…“ არის ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის საავტორო თანამედროვე საბალეტო სპექტაკლი, რომელიც განსაკუთრებული და ორიგინალურია იმით, რომ ქორეოგრაფია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზეა დადგმული. ასრულებს: გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი.