ახმეტაში, ბახტრიონის მემორიალის რეკონსტრუქცია და 360° გადასახედის მოწყობა იგეგმება
ახმეტაში, ბახტრიონის მემორიალის რეკონსტრუქცია და 360° გადასახედის მოწყობა იგეგმება.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ CESL-ის პროგრამის ფარგლებში, 350 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა.
,,სასტუმრო ,,სტამბაში” გამართულ ღონისძიებაზე წარვადგინეთ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ბახტრიონის აქამდე არსებული უსახური მემორიალის რეკონსტრუქცია და 360° გადასახედის მოწყობა. ამ პროექტის დასრულებისთანავე მერია ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს რათა ბახტრიონის ტყეპარკის სახით ახმეტას შეემატოს კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა, რომელიც საინტერესო იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გაკეთდება საკემპინგეები, საბავშვო და საფესტივლო სივრცეები”,– განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა.
მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში გაიმართა.
11 ივლისს