თუშეთი ,,მთის დღეებს” უმასპინძლებს
მთავრობის ადმინისტაციის ორგანიზებით, თუშეთი “მთის დღეებს” უმასპინძლებს.
ღონისძიებები 15 ივლისს, სოფელ ომალოში გაიმართება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები: ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, თუშური დოღი, ეთნოგრაფიული-შემეცნეგითი კუთხე კოლეჯი „აისი“, რეწვის მასტერკლასი, გასართობი თამაშები: განძის ძიება, სახეზე ხატვა, მჭედლის ქვესთი პატაპულტი, დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეებ 2023“.
ასევე დაგეგმილია შეფ ია ძაგანიას თანამედროვე თუშური კერძების დეგუსტაცია, მასტერშეფის გამარჯვებული რუსო დაუშვილის კერძების დეგუსტაცია, მასტერშეფის გამარჯვებული ნინო ვარშანიძის კერძეგის დეგუსტაცია, ადგილობრივი ოჯახების ტრადიციული კერძების დეგუსტაცია, ანსამბლ გორდელას კონცერტი, ოჩოს ქოხი და სიმღერა კოცონთან ანსამბლი „რანინა“.