ახალი ამბები

კახეთში მომუშავე მემარცვლე ფერმერები აქციას გამართავენ

ხორბლის მწარმოებლები მორიგ აქციას აანონსებენ. ასოციაციის ცნობით, მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით, აქცია 14 ივლისს, წნორში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მეხორბლეები უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ, რომ ხორბლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ. როგორც რამდენიმე თვის წინ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებდა, მიწების დაკარგვის საფრთხის წინაშე იყვნენ. მიზეზი კი ადგილობრივი მარცვლეული კულტურების დაბალი გასაყიდი ფასი იყო, რაც რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდამ განაპირობა. შედეგად, ადგილობრივ მემარცვლეებს ხორბლის რეალიზაციის პრობლემა ჰქონდათ.

აღნიშნულ პრობლემის გამო, მეხორბლეებმა რამდენიმე აქციაც გამართეს და სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ითხოვდნენ. საპასუხოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 10-ივნისიდან საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდა, რომელიც ძალაში 5 თვე იქნება. იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებით დროებითი მოსაკრებლის დაწესების შემდეგ, ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა ამოქმედება და ქართული ხორბლის ჩაბარება დაიწყეს.

თუმცა, როგორც ივნისის მიწურულს მემარცვლე ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებდა, შეთანხმების შედეგად ქართული ხორბლის მხოლოდ 10% გაყიდეს, ახლა კი პროცესი ისევ შეჩერებულია.