გომბორის გზაზე მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად მოტოციკლი სიმაღლიდან გადავარდა – დაიღუპა ერთი ადამიანი
გომბორის გზაზე მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად მოტოციკლი სიმაღლიდან გადავარდა – დაიღუპა ერთი ადამიანი
გომბორის გზაზე ავარიას 30 წლის კაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი თავდაპირველად მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შემდეგაც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
მიმდინარეობს გამოძიება.