თელავსა და გურჯაანში ლიტერატურული ტურნე ჩატარდება
საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელის „ბიბლუსის“ ორგანიზებით, უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურული ტურნე დაიწყო.
ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა რაიონში 8 დიდ ქალაქს მოიცავს.
თელავში ლიტერატურული ტურნე ჩატარდება 7 ივლისს, თელავი გალერეაში. (მის: ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა.) ღონისძიება დაიწყება 17:00 საათზე.
ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების დროს ავტორები მკითხველებს თავიანთ საავტორო წიგნს წარუდგენენ.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, თელავში მოწვეული ავტორები არიან ია კოროშინაძე და ბესო სოლომონაშვილი სპეციალურად პატარა სტუმრებისთვის სიურპრიზებსა და საჩუქრებს სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ ამზადებს. „პეპელას“ წარმომადგენლები და ანიმატორები ყველა შეხვედრას დაესწრებიან და ბავშვებისთვის განსაკუთრებულ შოუს გამართავენ.
გურჯაანში ლიტერატურული ტურნე ჩატარდება 8 ივლისს. (მის: თავისუფლების ქუჩა 20ა ღონისძიება დაიწყება 17:00 საათზე.)
მოწვეული ავტორი არის გიორგი ხარაიშვილი. ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების დროს ავტორი მკითხველს თავის საავტორო წიგნს წარუდგენს.