ქალაქ თელავში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება
ქალაქ თელავში, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება.
პირველი ეტაპი დასრულებულია და მოიცავს 12 შენობის ფასადის რეაბილიტაციას. შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, რეკრეაციული სივრცეები, ქუჩის და ფასადის განათება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 5,133,512 ლარს შეადგენს.
თელავში მიმდინარეობს 2 ეტაპის სამუშაოები, რაც მოიცავს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობების რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სკვერები, ღობეები. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 9,000,000 ლარს შეადგენს.