მზესუმზირების ულამაზესი სეზონი კახეთში
კახეთში ულამაზესი მზესუმზირების მდელოების სეზონი დაიწყო. ეს პერიოდი თავისი სილამაზით და ფერთა გამით გამოირჩევა.
კახეთში ყველა სეზონს თავისი ულამაზესი მდელოები აქვს. როგორიც არის ატმის ბაღები გაზაფხულზე, ლავანდას ულამაზესი მდელოები. ახლა კი მზესუმზირების, იგივე ბედნიერების მასხივებელი მცენარეების დროა. მზესუმზირებით გადავსებულ მდელოებს კახეთისკენ უამრავს შეხვდებით. თუ გსურთ მოიწყოთ ლამაზი დასვენება, შთამბეჭდავი კადრებით, საკმარისია გამოეშუროთ კახეთში და ეწვიოთ ნებისმიერ მუნიციპალიტეტს, რადგან მზესუმზირის მდელოებს ყველგან შეხვდებით.
იცოდით, რომ მზესუმზირა 78-მდე სახეობას აერთიანებს?. მზესუმზირის სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა., იგი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. საქართველოში კი კახეთია მზესუმზირის მდელოებით მდიდარი. ბედნიერების
მასხივებელი მცენარეებისთვის ეს მეტ სახელი მათი გარეგნობის გამო სულაც არ შეურჩევიათ, მას ასევე განსაკუთრებული თვისება აქვს, შეუძლია გარემო ტოქსინებისგან გაწმინდოს, ისე რომ შთანთქმული ტოქსინები ნაყოფს არ აზიანებდეს. იგი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, ვიტამინსა და მინერალს.
მათ შორისაა კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, რკინა, ნატრიუმი, კალციუმი, ცხიმები და ნახშირწყლები, ცილები, D, E და B ჯგუფის ვიტამინები. მზესუმზირა ასევე შეიცავს მეტიონინს – ნივთიერებას, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს. ამიტომ, მისი სილამაზით ტკბობის დროს შეგიძლიათ მიირთვათ და ორგანიზმს სასარგებლო საკვები მიაწოდოთ.
აუცილებლად მოიწყეთ დასვენება ულამაზეს კახეთში და ეწვიეთ მზესუმზირის მდელოებს.