ახალი ამბები

აღმოსავლეთ საქართველოში 10 ივლისამდე მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

6-7 ივლისს, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ზოგან +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-9 ივლისს ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს, ასევე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

„აღმოსავლეთ საქრთველოში 10 ივლისამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+30, +35 გრადუსი). ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა.

ქ. თბილისში მხოლოდ 7 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.