ახალი ამბები

რა შეცვალა სილიკონის ჰერმეტიკმა მშენებლობის ინდუსტრიაში

ოდესმე გიფიქრიათ, თუ როგორ უძლებს განსაკუთრებით მაღალი შენობა ექსტრემალურ პირობებს? ქარიშხლიან თუ მცხუნვარე ამინდში, დუბაიში მდებარე 828 მეტრის სიმაღლის ბურჯ ხალიფა და 632 მეტრის სიმაღლის შანხაის თაუერი უსასრულობისაკენ მიიწევენ. მათი არსებობა კი, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, შესაძლებელი მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელიწადში გახდა.

გარდა სიმაღლისა, ბოლო წლებში, სამშენებლო სექტორმა სხვა რამდენიმე არაჩვეულებრივ წინსვლასაც მიაღწია. რის შედეგადაც, შენობები ნაკლებ სათბურის გაზებს ასხივებენ და შესაბამისად, უფრო ენერგოეფექტურებიც არიან. მათი მშენებლობა ნაკლებ რესურსს საჭიროებს და ახალი შენობა-ნაგებობა ბევრად მეტხანს ძლებს, ვიდრე მისი წინამორბედი, ასევე ნაკლებ რემონტსა და განახლებას მოითხოვს. ამასთანავე, დიდი ნაბიჯები გადაიდგა მიწისძვრის, ქარისა და ტემპერატურის წინააღმდეგობის კუთხით, რაც დღევანდელ მაღალსართულიან ბინებსა და საოფისე ფართებს უფრო უსაფრთხოს ხდის, ვიდრე ოდესმე. ამ მნიშვნელოვან მიღეწვებამდე მისვლა კი შესაძლებელი გახადა ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ელემენტის – სილიკონის ჰერმეტიკის გამოჩენამ.

სილიკონი, რომელიც სტრუქტურულ შემინვისას გამოიყენება, იცავს და ინარჩუნებს შენობის ფასადის გრძელვადიან ხარისხსა და იერსახეს. ამ ფასადების მდგრადობა დამოკიდებულია სილიკონის ჰერმეტიკსა და მოჭიქვაზე, რათა მინის პანელები დაცული და იზოლირებული იყოს ულტრაიისფერი სხივებისგან. სილიკონის ჰერმეტიკი, მაღალ შენობებში, მინის ჩარჩოზე მიმაგრების ხარისხს აძლიერებს. მისი მოქნილობა და ტემპერატურის მიმართ წინააღმდეგობა განაპირობებს იმას, რომ შენობის ეს ნაწილები უცვლელად იდგეს. ამ ფაქტის გაგების შემდეგ, ალბათ, გაინტერესებთ, თუ რა არის სილიკონის ჰერმეტიკი:

 

რა არის სილიკონის ჰერმეტიკი?

 

სილიკონის ჰერმეტიკი არის ქიმიური ხსნარი, რომელიც შექმნილია სილიციუმის დიოქსიდისა და სხვა პოლიმერების კომბინაციის შედეგად. ამ ორ ნივთიერებას შორის წარმოქმნილი ქიმიური რეაქცია ძლიერ ადჰეზიას იწვევს. ადჰეზიის მთავარი მახასიათებელი (შეწებება) მშენებლებსა და კონსტრუქტორებს ფასადების სტრუქტურებზე ძლიერი და გამძლე გადაბმების მიღწევაში ეხმარება.

 

სილიკონის ჰერმეტიკის უპირატესობა

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სილიკონის ჰერმეტიკი შენობის იერსახის სილამაზესა და ესთეტიკას სცდება და ბევრად უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. უფრო ზუსტად, სილიკონის ჰერმეტიკი შენობის თერმოსტაბილურობასა და ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ფასადს, მისი დამატებითი ფენა სტრუქტურას არასასურველი კლიმატური ცვლილებებისგან იცავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტის გათვალისწინებით, ფასადი თავად არის დამატებითი დამცავი ფენაა, მასაც ესაჭიროება დაცვა, რასაც სწორედ სილიკონის ჰერმეტიკის ხსნარი ხდის შესაძლებელს.

ფასადები საკმაოდ მძიმე კონსტრუქციებია. შესაბამისად, იმისათვის, რომ ისინი ბეტონის ნაგებობაზე დავაწებოთ, გამძლე და ხარისხიანი სამრეწველო და სამშენებლო სილიკონის ჰერმეტიკია საჭირო. მშენებლები, დეველოპერები, ინჟინრები და სილიკონის ჰერმეტიკის მწარმოებლები, ინოვაციური სილიკონის ჰერმეტიკის შექმნისა და წარმოებისათვის გამოყოფილ თანხებს მუდმივად ზრდიან, რათა განახლებულმა პროდუქტმა კიდევ უფრო გრძელ ვადაში ბევრად უფრო ხისტ გარემო პირობებსაც გაუძლოს.

 

გარდა ამისა, სილიკონის ჰერმეტიკის სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი დადებითი თვისებებია:

 

  • უზრუნველყოფს დიდ ექსტრუდულობას უფრო დიდი ეფექტურობის მიწოდებისთვის;
  • ფორმულირებული სილიკონის ჰერმეტიკი არის არატოქსიკური და აქვს დაბალი VOC-ის (აქროლადი ორგანული ნაერთების) მაჩვენებელი, რაც მშენებლებისა და პროდუქტის საბოლოო მომხმარებლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას განაპირობებს;
  • შენობას გრძელვადიან პერიოდშიც ეფექტურად იცავს მავნე მჟავების, წვიმის, ქარიშხლისა და UV სხივებისაგან;
  • ზოგიერთი მათგანი არის ცეცხლგამძლეც და საცხოვრებელ სივრცეს ტოქსიკური ორთქლის ზემოქმედებისგან იცავს;
  • იგი არის ერთადერთი საშუალება, რომელიც არაფოროვან სუბსტრატებთანაც წარმატებით ერწყმება;
  • მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ტემპერატურაზე და გამოყენებამდე, მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში თუ მოითხოვს წინასწარ მომზადებას;
  • შრება სწრაფად და შესაბამისად, მალევე ეგუება და უძლებს გარემო-პირობებს;

 

 

სწორედ ამ უპირატესობების წყალობით, სიიკონის ჰერმეტიკი სამშენებლო ინდუსტრიის შეუცვლელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა.

სად შევიძინო სილიკონის ჰერმეტიკი?

თუ მშენებლობისა და რემონტის იმ ეტაპზე ხართ, სადაც ნაგებობის დაცვა სილიკონის ჰერმეტიკის გამოყენებას მოითხოვს, მაშინ, “გალერეა დემასი” სწორედ ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. “დემასი” ორიენტირებულია ბაზარზე მაღალხარისხიანი სამშენებლო პროდუქციის ასორტიმენტი წარადგინოს. ამიტომაც, კომპანიის ქსელში ცნობილი იტალიური ბრენდის Mapei-ს სილიკონის ჰერმეტიკი Mapesil AC დაგხვდებათ. დამატებითი კომფორტისთვის, “გალერეა დემასში” მომსახურებას სპეციალურად გადამზადებული კადრები გაგიწევენ, რომელთაც კარგად ესმით პროდუქციის დადებითი მხარეები და გამოყენების შესაძლებლობა.