სოფელ უდაბნოში წარმოებული ნუში, დუბაიში იყიდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში მოყვანილი ნუში დუბაიში იყიდება.
როგორც კომპანიის დირექტორი ლადო ცინციბაძე აცხადებს, კომპანიამ პირველი მასშტაბური მოსავალი გასულ წელს აიღო.
„ავიღეთ 200 ტონაზე მეტი ნუშის გული. პირველი ექსპორტი უკვე გვქონდა და დუბაიში 30 ტონამდე ნუში გავიდა. ამ კუთხით გეგმები წელსაც გვაქვს. ნედლი ნუშის ძირითადი ნაწილი ჩვენს გადამამუშავებელ ქარხანაში ბარდება, სადაც ხდება ნუშის მეორადი დამუშავება, რძის, ზეთის, ფქვილის მიღება. საწარმოდან კი მარაგდება სხვადასხვა ობიექტები: სასტუმროები, რესტორნები, ფიზიკური თუ კერძო პირები,“- აღნიშნა ლადო ცინცაბაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოში ნუშის მოსავლის აღება აგვისტოს ბოლოს იწყება.