ახალი ამბები

გურჯაანში მუსიკოს და კომპოზიტორ სოფია რაფაელას მხარდასაჭერი საქველმოქმედი კონცერტი გაიმართება

კვირას, 18 ივნისს, 16:00სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში მუსიკოს და კომპოზიტორ სოფია რაფაელას მხარდასაჭერი საქველმოქმედი კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მომღერლები.

,,სოფიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობას. ერთად გადავარჩინოთ ახალგაზრდა სიცოცხლე, თითოეული წუთი გადამწყვეტია. ბილეთის ფასია 10 ლარი. მსურველებს თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ მზია ბარბაქაძის სახელზე- 01030020770 (საქართველოს ბანკი) საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორია გურჯაანის კულტურის ცენტრი”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.