ზურაბ აზარაშვილი -ორი ფსიქიატრიული დაწესებულება კახეთში მიმდინარე წელს აშენდება
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმთ, მიმდინარე წელს კახეთში ორი ფსიქიატრიული აშენდება და ბედიანში მყოფი ბენეფიციარები ახალ დაწესებულებაში გადანაწილდებიან.
აზარაშვილის თქმით, ბედიანში არსებულ დაწესებულებაში, მძიმე მდგომარეობა იყო.
„კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტი უნდა განხორციელებულიყო ჩინეთის მთავრობასთან ერთად. სამწუხაროდ, 2019-21 წლებში კოვიდთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათთან აქტიური კომუნიკაცია არ იყო. მიმდინარე წელს ისევ განვაახლეთ კომუნიკაცია და ის პროექტი, რაც იყო მათთან ერთად შესრულდება და კახეთში ორი ფსიქიატრიული აშენდება“,- განაცხადა აზარაშვილმა.