კახეთში 71 წლის ქალი 18 წლის მეზობელმა მოკლა
კახეთში მკვლელობა მოხდა. ახმეტაში მოკლულია 71 წლის ქალი.
არსებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მეზობელ ქალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ადგილობრივების ინფორმაციით,მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც ახალგაზრდა კაცმა სანადირო თოფიდან მეზობელ ქალს ესროლა.
დაჭრილი სავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
Pingback: გორში საბავშვო ბაღი გაქურდეს. მარნეულში მაღაზიიდან ფული მოიპარეს. საგარეჯო დაისეტყვა. დაიჯესტ