ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, საიდანაც ორი ქალი და ორი არასრულწლოვანია.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, ამოტრიალდა, რასაც შედეგად, ოთხი ადამიანის დაზიანება მოჰყვა.
დაშავებულები, თავდაპირველად, ყვარლის ჰოსპიტალში მოათავსეს, შემდეგ კი ორი ქალი, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო 7 და 15 წლის არასრულწლოვნები, თბილისში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, დაშავებულების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, გადაყვანის მიზეზი, სახის არეში მიღებული ტრავმები გახდა, რაც აუცილებელ კვლევებს საჭიროებს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.