ახალი ამბები

კახეთში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის ახალი პროექტი დაიწყო

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მთავარი პრობლემა ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
კახეთში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის ახალი პროექტი ,,ქალის ძალა, ქალის მომავალი“ დაიწყო. მენეჯერის, ელენე შაშიაშვილის განცხადებით, პროექტის „ქალი ძალა, ქალის მომავალი“ მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების, სამართლიანობისა და მეწარმეობის ხელშეწყობით, ასევე ტრანს სასაზღვრო ვაჭრობასა და ბიზნეს ურთიერთობებში ქალების ლიდერული მონაწილეობის მხარდაჭერით.
,,პროექტი ხორციელდება საქართველოში, სოხეთსა და აზერბაიჯანში. კახეთში სამიზნე მუნიციპალიტეტებია ახმეტა, თელავი, გურჯაანი და საგარეჯო. ამ ეტაპზე ვმართავთ სამუშაო შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამიზნე თვითმმართველობების წარმომადგენლებთან”.
შემდეგ ეტაპზე იგეგმება შეხვედრების ორგანიზება სამიზნე მუნიციპალიტეტების სოფლებში, რათა მომზადეს ქალთა საჭიროებების იდენტიფიცირება.
,,გავარკვევთ თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ქალებს ცოდნის გაღრმავება, უნარების გაუმჯობესება, ეს იქნება პროექტის წერა, ბიუჯეტის შედგენა, საპროექტო იდეის შემუშავება თუ სხვა. ამის შემდეგ გამოვაცხადებთ მცირე საგრანტო პროგრამას. გვექნება 2 ტიპის გრანტი – დამწყებთათავის და უკვე დაწყებული ბიზნეს საქმიანობის გაუმჯობესებისათვის”.
სამომავლოდ, იგეგმება ლიდერული კლუბების შექმნა და სასწავლო ვიზიტების განხორციელება.
,,კლუბებს ექნება საკუთარი კონცეფცია. ეს იქნება პლატფორმა, სადაც შევძლებთ აქტივობების განხორციელებას. რაც შეეხება სასწავლო ვიზიტებს, მისი მიზანია დაამყარონ გარკვეული ბიზნეს კავშირები, გაცვალონ ცოდნა, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება ამ პროექტში ჩართულმა 3 ქვექნის მონაწილეებმა”.
პროექტის განხორციელების შედეგად სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები 1650 მეწარმე ქალი გაიუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას და ექნება მეტი წვდომა ფინანსებზე, ტექნოლოგიებზე, სამეწარმეო ცოდნასა და რესურსებზე. 130-ზე მეტი მცირე და მიკრო ბიზნესის მფლობელი და საშუალო მეწარმე ქალი გააუმჯობესებს ხელმისაწვდომობას მეწარმეობის მოწინავე ცოდნაზე, მენტორობასა და ინვესტიციებზე. გარდა ამისა, თითოეულ ქვეყანაში 500 ქალი აქტიურად ჩაერთვება ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ადვოკატირების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
თემასთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაცია იხილეთ რადიო გადაცემაში.