ქალთა ეკონომიკური გაძლიერება – გამოწვევები და შესაძლებლობები
გადაცემაში ,,ღია ეთერი” ვსაუბრობთ ერთ–ერთ მნიშვენლოვან თემაზე. გადაცემაში ვსაუბრობთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე. მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მთავარ პრობლემად კი ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რჩება.
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული პროექტი ,,ქალის ძალა, ქალის მომავალი” დაიწყო. თუ რა შესაძლებლობებია ქალების ფინანსურად გაძლიერებისათვის, ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ.
გადაცემის სტუმრები არიან კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორი იზა ბექაური და პროექტის ,,ქალის ძალა, ქალის მომავალი” მენეჯერი ელენე შანშიაშვილი.