თელავში, ცენტრალურ მოედანზე, გამოფენებისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა დააზიანეს- ფოტოები
ქალაქ თელავში, ცენტრალურ მოედანზე, გამოფენებისთვის სპეციალურად მოწყობილი ინფრასტრუქტურა დააზიანეს.
მცირე ზომის კოტეჯები, რომელიც მეწარმეების წარმოებული პროდუქციის გამოფენისა და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის არის განკუთვნილი, დაზიანებულია. აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ვანდალურ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოყვება უწყების მხრიდან.
,,აღნიშნული კოტეჯები სხვადასხვა ღონისძიებებისთვის და გამოფენებისთვის არის განკუთვნილი. ვანდალურ ფაქტს რეაგირება აუცილებლად მოყვება. დაითვლება ზარალი და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები”,- განუცხადეს Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.