თელავის უნივერსიტეტში დემო დღე გაიმართა
თელავის ტექნოპარკისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის ერთობლივი ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით, სტუდენტებისათვის მხარდაჭერის პროექტი განხორციელდა.
პროექტმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა თებერვლის თვის არდადეგები საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარებინათ და შეესწავლათ როგორ შექმნან იდეიდან სტარტაპი.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდათ ვორქშოფები მეწარმეობის მიმართულებით. ისინი ასევე, ეწვივნენ თბილისის ტექნოპარკს, სოციალურ საწარმოს და, შეხვდნენ ბენეფიციარ სტარტაპერებს.
პროექტის დასკვნით ეტაპზე კი, 20 თებერვალს, გაიმართა დემო დღე, სადაც მონაწილეებმა იდეები წარადგინეს. ჟიურის მიერ შერჩეულმა სამი საუკეთესო იდეისა და პრეზენტაციის მქონე სტუდენტმა კი სიმბოლური პრიზები თელავის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო.