სოფელ შილდაში წარმოებულმა ღვინომ, იაპონიაში, კონკურს „საკურას“ დაჯილდოვებაზე ოქროს მედალი მოიპოვა
მეღვინეობა „ჩელთიმ“ იაპონიაში, ღვინის კონკურს „საკურას“ დაჯილდოვებაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ქართული ღვინის ცნობადობა მთელ მსოფლიოში ძალიან გაზრდილია. მეღვინეობა “ჩელთი” კი აქტიურად ცდილობს ამაში წვლილი შეიტანოს.
მეღვინეობა „ჩელთი“ ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული. ღვინის ქარხანა წელიწადში ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.
კომპანიას წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე, 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის: ამერიკაში, იაპონიაში, შვეიცარიაში, ჩინეთში, ყაზახეთში, გერმანიაში, რუსეთში, ესპანეთსა და იტალიაში.