ლესია უკრაინკას ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოში
1871 წლის 25 თებერვალს ქალაქ ნოვოგრად-ვოლინსკში დაიბადა დიდი უკრაინელი პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლარისა კოსაჩ-კვიტკა. მას უფრო იცნობენ ლიტერატურული ფსევდონიმით ლესია უკრაინკა. ლესია დაიბადა საზოგადო მოღვაწის, პეტრე და ცნობილი მწერლის, ოლღა კოსაჩების ოჯახში.
9 წლის ასაკიდან პატარა გოგონა უკვე ლექსებს წერდა. მას კარგი განათლება მისცეს მშობლებმა, რამდენიმე ენა იცოდა, ადვილად ისწავლა ფრანგული, გერმანული, ინგლისური, იტალიური, ბერძნული, ლათინური, პოლონური, ბულგარული, რუსული და სხვა ენები.
საქართველოში ლესია უკრაინკა პირველად 1903 წელს ჩამოვიდა, თავის მომავალ მეუღლე კლიმენტი კვიტკასთან ერთად. შემდეგ წლებშიც სტუმრობდა ჩვენს წვეყანას. 1908 წლის ზამთარი პოეტმა თელავში გაატარა. შემდეგ ეგვიპტეში გაემგზავრა. თავის მეუღლე კლიმენტ კვიტკასთან ერთად, უმეტეს დროს, კი ცხოვრობდა საქართველოში. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ლესიამ ხანმოკლე სოცოცხლეში მოასწრო და გამოსცა ნაწარმოებთა სამი წიგნი, ჰაინეს თხზულებების უკრაინული თარგმანი, დაწერა სახელმძღვანელო “აღმოსავლეთის ძველი ხალხების ისტორია”, რომელშიც ვრცლად გააშუქა კავკასიისა და საქართველოს ისტორია.
თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები ლესიამ უკრაინკამ მეუღლესთან ერთად გაატარა საქართველოში – თელავში, ხონში, ქუთაისსა და სურამში. დიდი უკრაინელი პოეტი სურამში გარდაიცვალა, 1913 წლის 1 აგვისტოს. მისი ნეშტი გადაასვენეს სამშობლოში და დაკრძალეს კიევში.
ლესია უკრაინკას ძეგლია განთავსებული თელავში, ნადიკვრის პარკში. ნახეთ სპეციალურად ამ საკითხზე მომზადებული ვიდეო: