გომბორი-შუამთის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
თელავი- ვაზიანი- გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა.
ინტენსიური თოვლისა და ლიპყინულის გამო, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დასაშვები.
საგზაო სამმართველოს ინჟინრის, თამაზ აბდულაშვილის განმარტებით, გზა იწმინდება, თუმცა, შეზღუდვები ძალაში რჩება.
,,უღელტეხილის 30კმ- 50 კმ- ზე გადაადგილება მუბუქი ავტომობილებისთვის დასაშვებია, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, შუამთის მონასტერთან ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს, ინტენსიურად იწმინდება გზა და იყრება ტექნიკური მარილი”,- განაცხადა აბდულაშვილმა.
ამ დროისათვის, გომბორის უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს და ნისლია.