საქართველოში ქალები პროგრამირების კურსს უფასოდ გაივლიან
ქვეყანაში ქალების გაძლიერების მიზნით, ახალი პროექტი – “ქალები ტექნოლოგიებში” დაიწყო.
შედეგად, ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” დაფინანსებით, 25 გოგო პროგრამირების 6-კვირიან კურსს უკვე უფასოდ გადის. კურსი სახელწოდებით “re:სტარტი” შესავალია კომპიუტერულ მეცნიერებაში. პროგრამა მონაწილეებს ზოგად წარმოდგენას შეუქმნის სფეროს შესახებ, რაც მათ დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, რომელი სასწავლო მიმართულება აირჩიონ სამომავლოდ.
როგორც “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარემ ნინა კობახიძემ განაცხადა, მისი ორგანიზაციისთვის გოგოებისა და ქალების განათლების ხელშწყობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. კობახიძის თქმით, სწორედ ცოდნაა კარგი საფუძველი ქალებისა და გოგოების ეკონომიკური გააქტიურებისა და გაძლიერებისთვის; პროექტ “ქალები ტექნოლოგიებში” კი კიდევ ერთი ნაბიჯია ამ გზაზე.
ცნობისთვის, პროექტ „ქალები ტექნოლოგიებში“ მონაწილეობისთვის, ბიზნესფედერაციამ “ქალები მომავლისთვის” საჯარო კონკურსი გამოცხადა, სადაც 3 500-მდე განაცხადი შევიდა და აქედან, სწორედ 25 საუკეთესო მონაწილე შეირჩა. განაცხადებისა და სამოტივაციო წერილების მიღების შედეგად არჩეულმა კანდიდატებმა გაიარეს გამოცდა და გასაუბრება. გამარჯვებულებისთვის სასწავლო პროცესი 23 იანვრიდან დაიწყო და როგორც ბიზნესფედერაციაში ამბობენ, ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.