AUTOELEMENT: ავტომობილების გაზრდილმა იმპორტმა, შესაძლოა, ავტონაწილები გააძვიროს
როგორია ტენდენციები, გაიაფდება თუ გაძვირდება ავტონაწილები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
ავტონაწილების მოძიების და რეალიზაციის ონალინ პლატფორმა Autoelement-ის თანადამფუძნებელი “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ რომ მზარდმა მოთხოვნამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ფასებზე და ავტონაწილები კიდევ უფრო გაძვირდეს.
“ავტომობილების იმპორტი გაიზარდა, სადაც გარკვეული წილი საექსპორტო ავტომობილებზე მოდის, რომლებსაც სჭირდება აღდგენა შემდგომი რეალიზაციისთვის, შესაბამისად მოთხოვნა გაიზარდა ავტონაწილებზეც და ბოლო 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
იქედან გამომდინარე რომ ჯერ კიდევ მზარდი მოთხოვნაა, ვვარაუდობთ, რომ ეს ავტონაწილების ფასებზე გავლენას მოახდენს და მათი ფასი კიდევ მოიმატებს.”- აცხადებს ბიქტორ სალდაძე.
მნიშვნელოვანია, რომ ავტონაწილების შეძენა გაამარტივა პროცესების გაციფრულებამაც. მომხმარებელმა და ასევე რეალიზატორებმა გადაინაცვლეს ონალიან პლატფორმებზე, რაც პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური და საჭირო გახდა.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 11.6% შეადგინა, რამაც მოთხოვნა გაზარდა ავტონაწილებზეც.
შეგახსენებთ, რომ autoElement–ის მობილური აპლიკაცია ავტომფლობელებსა და მაღაზიებს ერთმანეთთან აკავშირებს. შედეგად, ავტომფლობელი ზოგავს ავტონაწილების ძიების დროს, 7–8 საათიდან 5 წუთამდე. აპლიკაციაში მოთხოვნის გაგზავნით, რამდენიმე წუთში მაღაზიები კონკრეტული პროდუქტის შესახებ შეთავაზებებს უგზავნიან მომხმარებელს, ხოლო ის ირჩევს საუკეთესო ვარიანტს.