ახალი ამბები

Fitch-კანდიდატის სტატუსის მიღებას მთავრობის რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა ართულებს

საქართველოს მთავრობის მცდელობა, რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს, პოტენციურად კიდევ უფრო ართულებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მიზნის მიღწევას,- ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ი საქართველოს საკრედიტო რეიტინგის უახლეს შეფასებაში წერს.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა საქართველოს განუსაზღვრა პრიორიტეტული რეფორმების ჩამონათვალი, რაშიც შედის სასამართლოს, პოლიტიკური წარმომადგენლობის გაძლიერება და ასევე ოლიგარქების გავლენის შემცირება.

გეოპოლიტიკური გამოწვევების მიმართულებით, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოში გეოპოლიტიკურ რისკებია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მონაწილეობით მოუგვარებელი კონფლიქტების გამო.

სარეიტინგო კომპანია მიუთითებს, რომ საქართველოს მსოფლიო ბანკის მმართველობის რეიტინგი ბოლო ორი წლის განმავლობაში 1.5 პროცენტული პუნქტით გაუარესდა და ამ ტენდენციის აშკარა შეცვლას არ ელის.

Fitch-ის პროგნოზით, წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4.5%, ინფლაცია კი 5.2% იქნება. სააგენტომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.