საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას – ანდრეი კასიანოვი
საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას – ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და რუსების მასიურად შემოდინების გამო.
დიპლომატმა ამის შესახებ “ევროპეისკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა.