თელაველმა ტყვიის მსროლელმა მარიამ ფროდიაშვილმა ხორვატულ ოსიეკში, „დიდ პრიზზე“ ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა ხორვატულ ოსიეკში, 2 მედლით დაასრულა შეჯიბრი.
ხორვატულ ოსიეკში, „დიდ პრიზზე“, პნევმატური პისტოლეტიდან (10მ) სროლაში: ოქრო და ბრინჯაო მსროლელთა ნაკრებმა მოიპოვა. ამით საქართველო გუნდურ ჩათვლაში მე-7 ადგილზე გავიდა.
ოსიეკში ქართველებმა ორივე მედალი გუნდურ ტურნირში მოიპოვეს: ოქრო – ქალებმა, ბრინჯაო – ვაჟებმა. ქალთა ნაკრებში ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე და მარიამ ფროდიაშვილი შედიოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირით ადრე ექვსეულმა სლოვენიაშიც იასპარეზა და ტურნირი წარმატებით დაასრულა: 2 მედალი-ოქრო და ვერცხლი, ხოლო გუნდურში მესამე ადგილი მოიპოვა. ოქრო, შერეულ წყვილში, ფროდიაშვილი-მაჭავარიანის დუეტმა მოიპოვა, ქალთა ზემოაღნიშნული ტრიო კი გუნდურ შეჯიბრებაში მეორე იყო.
მარიამ ფროდიაშვილი თელაველი გოგონაა, რომელიც არა ერთ შეჯიბრში იღებს მონაწილეობას, დეტალურად იხილეთ knews.ge-ის მიერ მომზადებული ვიდეორეპორტაჟი.