თებერვლიდან კვერცხი 3-4 თეთრით გაძვირდება – ზურაბ უჩუმბეგაშვილი
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია „კუმისის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა, რომ მომატებული საბაჟო გადასახადის და საწვავის ფასების გამო კვერცხზე და ქათამზე ფასების ზრდა გარდაუვალია.
„კვერცხი ჯერ არ გაძვირებულა, მაგრამ პროგნოზი ადვილი გასაკეთებელია. საზღვარზე რიგებია, გადაზიდვები გაძვირდა, რუსეთმა ისევ გაზარდა საბაჟო გადასახადი. ამის გამო კვერცხის გაძვირება, სადღაც, 3-4 თეთრით მოგვიწევს. შემიძლია ვთქვა, რომ ზრდა 4 თეთრზე მეტით არ იქნება,“ – განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
კომპანია „კუმისის“ ხელმძღვანელი კვერცხზე ფასის მატებას თებერვლიდან ვარაუდობს. რაც შეეხება ქათმის ფასს, მისი თქმით, ის 2023 წლიდან არ გაზრდილა, ჯერ-ჯერობით არც იგეგმება, მაგრამ საწვავის ფასის ზრდის გამო შესაძლოა ქათმის ფასის კორექტირებაც გახდეს საჭირო.